Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი: თურქეთი სარჩელს შეიტანს ღაზის სექტორში გენოციდის გამო


რეჯეპ ტაიპ ერდოანი
რეჯეპ ტაიპ ერდოანი

“თურქეთი შესაბამის ინსტანციებში სარჩელის შეტანა აპირებს 'ღაზის სექტორში გენოციდთან' დაკავშირებით”. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა თურქეთის ეროვნული სტუდენტური კავშირის 62-ე გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Anadolu.

"2000-ზე მეტ ადვოკატთან ერთად მივმართავთ შესაბამის ორგანოებს გენოციდის შესახებ საჩივრით. ჩვენ დავაკვირდებით პროცესს და არ მივატოვებთ მას შუა გზაზე. საფასური გადახდილი იქნება", - ციტირებს სააგენტო თურქეთის მეთაურს.

სტუდენტთა წინაშე გამოსვლისას ერდოანმა, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად იმყოფებოდა გერმანიაში სამუშაო ვიზიტით, ასევე განაცხადა, რომ ანკარა ეცდება გაათავისუფლოს "ჰამასის" მძევლები, თუკი ბერლინი „გადადგამს ნაბიჯს“ ისრაელის ხელში მყოფი „10 000 მძევლის“ გასათავისუფლებლად.

აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული „ჰამასის“ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმიდან (7 ოქტომბრი) რამდენიმე დღეში, ბოევიკებმა განაცხადეს, რომ აპირებენ ისრაელის ციხეებში მყოფი ყველა არაბი პატიმრის გათავისუფლებას.

„რა იგულისხმა ერდოღანმა, როცა რიცხვი 10 000 ახსენა, სრულიად გაუგებარია, - ასეთი კომენტარი გააკეთა სააგენტო dpa-მ თურქეთის ლიდერის 18 ნოემბერის განცხადებაზე, - გაეროს მონაცემებით, მიმდინარე წლის ივლისში ისრაელის ციხეებში 1500 პალესტინელი იმყოფებოდა “.

XS
SM
MD
LG