Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IRI-ს საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა: „ქართული ოცნება" 25%, ენმ - 13%


„ქართული ოცნების" და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლოგოები
„ქართული ოცნების" და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლოგოები

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოში საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა. შეკითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (პირველი არჩევანი) ყველაზე მეტი მოქალაქის არჩევანი მმართველი პარტიაა. მეორე ადგილს კი „ნაციონალური მოძრაობა იკავებს".

  • 25% - ქართული ოცნება;
  • 13% - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - მიხეილ სააკაშვილი;
  • 4% - „საქართველოსთვის“ - გიორგი გახარია;
  • 3% - „სტრატეგია აღმაშენებელი“ - გიორგი ვაშაძე;
  • 1% - „ხალხის ძალა“;
  • 2% - „ლელო“;
  • 3% - „გირჩი“;
  • 2% - „გირჩი“ და „დროა“ - ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია;
  • 2% - „ლეიბორისტული პარტია“ - შალვა ნათელაშვილი;
  • 2% - „მოქალაქეები“ - ალეკო ელისაშვილი;
  • 2% - „ხალხისთვის“ - ანა დოლიძე;
  • 1% - „პატრიოტთა ალიანსი;
  • 1% - „კონსერვატიული მოძრაობა“ – „ალტ-ინფო“;
  • 1% -„ევროპული საქართველო“ - გიგა ბოკერია;
  • 1% - სხვა;
  • 11% - ბათილი ბიულეტენი;
  • 6% - არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა;
  • 18% - არ იცის (ვის მისცემს ხმას);
  • 5% - უარი პასუხზე.

მეთოდოლოგია

გამოკვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი-14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები IPM-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შეირჩა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტი. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარია +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 73%.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები კი განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

XS
SM
MD
LG