Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა - ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს პარიზის მშვიდობის ფორუმში.

ამ პრესრელიზის გავრცელებისას ფორუმის სპიკერების სიაში ირაკლი ღარიბაშვილი არ იძებნებოდა და მხოლოდ მოგვიანებით გამოჩნდა მისი გვარი ფორუმის ვებ-საიტზე.

მშვიდობის ფორუმი 10 და 11 ნოემბერს გაიმართება. საფრანგეთის დედაქალაქში დაგეგმილი ფორუმის მონაწილეებს შორის, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების გარდა, არიან ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ზურაბიშვილი პროგრამის მიხედვით შარლ მიშელთან ერთად მონაწილეობს პანელურ დისკუსიაში.

რადიო თავისუფლება ცდილობს პრეზიდენტის და მთავრობის ადმინისტრაციებში გაიგოს პასუხი კითხვებზე:

  • რა ფორმატში მონაწილეობს ირაკლი ღარიბაშვილი მშვიდობის ფორუმში?
  • პრეზიდენტი ონლაინ მიიღებს მონაწილეობას ფორუმში თუ გაემგზავრება პარიზში?

ღარიბაშვილის საფრანგეთში წასვლის შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც მან ბრიფინგი გამართა ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე, მიეცეს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების რეკომენდაცია.

XS
SM
MD
LG