Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოკირებული ვარ რუსეთის ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის გამო - ბრიტანეთს ელჩი


მაიკლ კლეიტონი, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში
მაიკლ კლეიტონი, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მაიკლ კლეიტონი სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს და აცხადებს, რომ რუსეთმა უნდა დაასრულოს ქართულ მიწაზე არალეგალური ყოფნა.

„შოკირებული ვარ რუსეთის ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის გამო ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს. რუსეთმა უნდა დაასრულოს ქართულ მიწაზე არალეგალური ყოფნა და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული:", - წერს მაიკლ კლეიტონი.

საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ასევე სოციალურ ქსელში აფასებს ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი, ის მწუხარებას გამოთქვამს "რუსი ოფიცრის მიერ საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალის მკვლეობის გამო" და უსამძიმრეს დაღუპულის ოჯახსა და საქართველოს ხელისუფლებას. მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი, მოითხოვს 6 ნოემბერს გატაცებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფელბასაც.

მომხდარი დაგმო აშშ-მა "ეს სიკვდილი არის ნათელი მაგალითი იმ ნგრევისა, რომელსაც რუსეთი იწვევს საქართველოსა და სხვა სუვერენული ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციით", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მეთიუ მილერის განცხადებაში.

სუს-ის ცნობით გუშინ, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალის მიმდებარედ ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე სასიკვდილოდ დაჭრეს. ასევე, გატაცებულია ერთი მოქალაქე.

თბილისი საოკუპაციო ძალებისგან 6 ნოემბერს გატაცებული ლევან დოთიაშვილის უპირობო გათავისუფლებას და ამავე დღეს თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯას მოითხოვს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საოკუპაციო ძალების მოქმედებებს საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა.

არჩილ ტატუნაშვილის შესახებ

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად. 23 თებერვალს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ტატუნაშვილმა ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია და იარაღი წაართვა, მისი განეიტრალების მიზნით ძალის გამოყენებისას კი, კიბეზე დაგორდა და მოგვიანებით ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სავარაუდოდ, გულის უკმარისობით. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს 26 დღის შემდეგ, 20 მარტს გადასცა სოფელ ერგნეთთან მდებარე ე.წ. ნეიტრალურ ზონაში.

„ექსპერტიზის დასკვნით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულის სხვადასხვა მიდამოში 100-ზე მეტი დაზიანება აღენიშნებოდა. სამედიცინო ექსპერტიზა საუბრობს იმაზე, რომ ეს დაზიანებები მიყენებულია მრავალგზის, მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, რაც გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, არჩილ ტატუნაშვილი იყო ნაწამები და მისი გარდაცვალება გამოიწვია წამებამ“, - ამბობდა ოჯახის ადვოკატი, თამარ ავალიანი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩატარებული ექსპერტიზის შესახებ.

გიგა ოთხოზორიას შესახებ

30 წლის გიგა ოთხოზორია ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის “მესაზღვრემ” - რაშიდ კანჯიოღლიმ მოკლა. შემთხვევა აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან 2016 წლის 19 მაისს მოხდა. საქართველოს პროკურატურამ რაშიდ კანჯიოღლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 21 მაისს დაიწყო.

2018 წლის 11 იანვარს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციასთან - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) - თანამშრომლობით გიგა ოთხოზარიას საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რუსეთის ფედერაცის წინააღმდეგ, საჩივრით მიმართა.

XS
SM
MD
LG