Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელთან ღაზის სექტორის „ჰუმანიტარული მოთხოვნილებები“ განიხილა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ პრესკონფერენციაზე თელ-ავივში. 12 ოქტომბერი, 2023 წელი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ პრესკონფერენციაზე თელ-ავივში. 12 ოქტომბერი, 2023 წელი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ისრაელში შეხვედრები გამართა ამ ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლებთან და განიხილა ღაზის სექტორში დარჩენილი მოსახლეობის „ჰუმანიტარული მოთხოვნილებები“.
„განვიხილეთ გზები, როგორ დაკმაყოფილდეს ღაზის სექტორის მცხოვრებთა ჰუმანიტარული მოთხოვნები იმისთვის, რომ დავიცვათ ისინი ზიანისგან მაშინ, როცა ისრაელი ატარებს თავის ლეგიტიმურ ოპერაციას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რათა დაიცვას თავი ტერორიზმისგან და რათა მსგავსი არასოდეს განმეორდეს“, - განახადა ბლინკენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან და სხვა მაღალი რანგის მოხელეებთან მოლაპარაკების შემდეგ.
ბლინკენმა ასევე თქვა, რომ ისრაელში „ჰამასის“ შეჭრის საკითხზე მოსალაპარაკებლად აპირებს ეწვიოს საუდის არაბეთს, ეგვიპტეს და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს.
ბლინკენმა 12 ოქტომბერს თელ-ავივში გამართა პრესკონფერენცია მასპინძელთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად. მან განაცხადა, რომ აშშ „მუდამ“ ისრაელის გვერდით იქნება, სანამ იარსებებს. ეს იყო პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გზავნილი თავიდანვე, როცა რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება ისრაელში შეიჭრა, ეს არის ჩვენი გზავნილი ახლა, - თქვა ბლინკენმა, რომელიც იქვე მიესალმა ისრაელში ახალი მთავრობის შექმნას.
12 ოქტომბერს თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ "ჰამასის" იერიშის შედეგად დაღუპულია 27 ამერიკელი, ხოლო 14 უგზო-უკვლოდაა დაკარგული.
XS
SM
MD
LG