Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები - მერიის განცხადება


დატბორილი სარაჯიშვილის გამზირი
დატბორილი სარაჯიშვილის გამზირი

დედაქალაქის მერიის განცხადებით, 29 აგვისტოს ძლიერმა ნალექმა და ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები.

„თბილისის მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი უწყება, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, სრულად არის მობილიზებული და დაწყებულია პრობლემების აღმოფხვრა. ადგილზე იმყოფებიან თბილისის ყველა რაიონის გამგეობების წარმომადგენლები", - ვკითხულობთ მერიის განცხადებაში.

მერია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22.

XS
SM
MD
LG