Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ ბათუმის ნავსადგური დატოვა


საკრუიზო ლაინერი Astoria Grande
საკრუიზო ლაინერი Astoria Grande

სოჭიდან გამოსულმა საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ ბათუმის ნავსადგური მოქალაქეების პროტესტის ფონზე დატოვა. გემბანზე მყოფი რუსეთის მოქალაქეები კი ბათუმის დატოვებისას სკანდირებდნენ: „როსია!" „როსია!".

საკრუიზო ლაინერს, რომელმაც რუსი ტურისტები ჩამოიყვანა, 31 ივლისს, გამთენიისას ქალაქში საპროტესტო აქციით დახვდნენ, რის გამოც რუსეთის მოქალაქეებმა ხმელეთზე გადმოსვლა საქართველოს პოლიციის დახმარებით შეძლეს, შემდეგ კი ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით დატოვეს ნავსადგურის ტერიტორია. დემონსტრანტებმა მათ კვერცხები და ბოთლები ესროლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პოლიციამ აქციაზე 23 ადამიანი დააკავა.

„რუსეთი მტერია და არა სტუმარი!" - ამ ლოზუნგით აქცია თბილისში, პარლამენტის შენობის წინაც გაიმართა.

Astoria Grande-ს მგზავრების წინააღმდეგ აქცია ასევე ჩატარდა ქუთაისში.

საკრუიზო ლაინერით ბათუმში ჩამოსული რუსი ტურისტების საწინააღმდეგო აქცია ქუთაისში
საკრუიზო ლაინერით ბათუმში ჩამოსული რუსი ტურისტების საწინააღმდეგო აქცია ქუთაისში

პალაუს დროშით მცურავი გემი Astoria Grande, რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი ემსახურება, ბათუმის ნავსადგურში 27 ივლისსაც შევიდა. გემი საპროტესტო აქციით გააცილეს.

XS
SM
MD
LG