უკრაინაში მებრძოლი არჩილ დევრისაშვილის დაღუპვის შესახებ მეგობრები იუწყებიან. მათი ინფორმაციით, ის ბახმუტში ბრძოლას ემსხვერპლა.
"უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. განხორციელდება შესაბამისი პროცედურები", - უთხრეს რადიო თავისუფლებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებიდან უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის იბრძვიან ქართველი მოხალისეებიც. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომში 45-ზე მეტი ქართველი სამხედრო დაიღუპა.