Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკა საქართველოზე: გაძღნენ დასავლური დაპირებებით და ჩვენს ბაზარზე დაბრუნება სურთ


ალიაქსანდრ ლუკაშენკა, ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი
ალიაქსანდრ ლუკაშენკა, ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოვლისას საქართველოც ახსენა და განაცხადა, რომ საქართველო „გაძღა“ დასავლეთის დაპირებებით და მისი კურსი იცვლება.

„მაგალითად, საქართველო. ხედავთ მისი პოლიტიკის ცვლილებას. ისინი გაძღნენ დასავლური დაპირებებით და სხვა და ისევ ჩვენს ბაზარზე დაბრუნება სურთ. იმიტომ რომ არც რძით, არც ხორცით და არც ღვინით თავის ბაზარზე არ შეგიშვებენ, ბაზრები დიდი ხანია განაწილებულია და მათთვის სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს. და ეს მეორე მიზეზია, რის გამოც ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ - ეს არის ჩვენი ძირითადი ბაზარი. საზღვარგარეთ თუ რამეს შემოგვთავაზებენ რესურსების სანაცვლოდ (მოგვეცი რესურსები - ჩვენ დაგიჭერთ მხარს), ამ რაღაც პოლიტიკის სანაცვლოდ", - განაცხადა ლუკაშენკამ, როდესაც კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ესაუბრებოდა ერთად ყოფნის აუცილებლობაზე, მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე.

კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის, ОДКБ-ს, შემადგენლობას შედიან ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და რუსეთი.

XS
SM
MD
LG