Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რესტორანი "რეტრო" დილიდან დაკეტილია - იქ შრომის ინსპექციაა შესული


საილუსტრაციო ფოტო ბათუმში რესტორან „რეტროს“ Facebook გვერდიდან.
საილუსტრაციო ფოტო ბათუმში რესტორან „რეტროს“ Facebook გვერდიდან.

ბათუმის ერთ-ერთი რესტორანი "რეტრო", რომელიც "აჭარული ხაჭაპურით" არის ცნობილი, დილიდან არ გახსნილა. მფლობელის დაკავების შემდეგ იქ შრომის ინსპექციაა შესული.

პოლიციამ "რეტროს" მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანზე ძალადობის ბრალდებით 4 ივნისის ღამეს დააკავა.

დაკავებას წინ უსწრებდა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოკადრები, რომლებშიც ასახული იყო რესტორნის მფლობელსა და თანამშრომლებს შორის კომუნიკაცია. კადრები ერთ-ერთმა თანამშრომელმა გადაიღო. მათი ინფორმაციით, თეიმურაზ ვარშანიძემ სამსახურიდან 25 ადამიანი გაათავისუფლა. ვიდეო დაახლოებით 3-წუთიანია, იგი სრულდება უკმაყოფილო თანამშრომელზე ძალადობით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG