14 მაისს დანიშნული, თურქეთისთვის ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი საყოველთაო არჩევნების წინ ექვსი პარტიისგან შემდგარმა ოპოზიციურმა ჯგუფმა მიმართა სტამბოლში თავშეყრილ ათი ათასობით მომხრეს.
"თქვენ ავტორიტარულ ადმინისტრაციას შეცვლით დემოკრატიული საშუალებებით" - უთხრა ოპოზიციის ერთობლივმა კანდიდატმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ სტამბოლის მალტეპეს უბანში 6 მაისს თავშეყრილ მოქალაქეებს.
თურქეთში მთავრობის დემოკრატიული ცვლილება იქნება "საჩუქარი მსოფლიო პოლიტიკისთვის" - თქვა ქილიჩდაროღლუმ, რომელიც, გამოკითხვების თანახმად, მცირე უპირატესობით უსწრებს მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს.
ერდოანი თავის მომხრეებს 7 მაისს მიმართავს სტამბოლში.