Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის კრასნოდარის მხარეში იწვის ნავთობის კიდევ ერთი რეზერვუარი


კრასნოდარის მხარის სოფელ ვოლნაში იწვის ნავთობის რეზერვუარი. 2023 წლის 3 მაისი
კრასნოდარის მხარის სოფელ ვოლნაში იწვის ნავთობის რეზერვუარი. 2023 წლის 3 მაისი

ხანძარია რუსეთის კრასნოდარის მხარეში, ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე. რუსული სააგენტო „ტასი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმის შედეგად იწვის ნავთობის რეზერვუარი.

დაბა ილსკის ტერიტორიაზე მდებარე ქარხანაში ხანძარს ადასტურებს კრასნოდარის მხარის გუბერნატორი ვენიამინ კონდრატიევი. მისი ინფორმაციით, ადგილზე მუშაობს 48 მეხანძრე 16 ერთეული ტექნიკით. გუბერნატორის თანახმად, წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის და არ არსებობს დასახლებულ პუნქტზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე.

3 მაისს უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმის შედეგად, რუსეთის კრასნოდარის მხარის სოფელ ვოლნაში ხანძარი გაუჩნდა ნავთობის რეზერვუარს.

რუსეთში, უკრაინასთან მოსაზღვრე რეგიონებში, სულ უფრო ხშირია ხანძრები და აფეთქებები. მათთან კავშირს კიევი, როგორც წესი, ოფიციალურად არც უარყოფს და არც ადასტურებს. აფეთქებები და ხანძრები გახშირდა უკრაინის ტერიტორიის იმ ნაწილშიც, რომელიც რუსეთის მიერაა ანექსირებული.

XS
SM
MD
LG