Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანექსირებულ სევასტოპოლში დრონით თავდასხმის შედეგად ნავთობის ბაზა იწვის


საილუსტრაციო ფოტო: ცეცხლის ალი
საილუსტრაციო ფოტო: ცეცხლის ალი

ანექსირებულ სევასტოპოლში აფეთქების შედეგად ცეცხლი გაუჩნდა საწვავის რეზერვუარს. ავზი, სავარაუდოდ, დრონის თავდასხმის შედეგად აალდა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის მიერ დანიშნულმა გუბერნატორმა მიხაილ რაზვოჟაევმა გაავრცელა.

მისი მონაცემებით, ცეცხლი დაახლოებით ათას კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული, მას საშიშროების მეოთხე დონე აქვს მინიჭებული. არავინ დაშავებულა. სამოქალაქო ობიექტებს საფრთხე არ ემუქრება. ცეცხლს 20-მდე სახანძრო ბრიგადა აქრობს. ადგილზე ელიან სახანძრო მატარებლებს.

რაზვოჟაევმა სევასტოპოლზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შესახებ კვირის დასაწყისშიც განაცხადა. მისი ინფორმაციით, მაშინ არცერთი ობიექტი არ დაზიანებულა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უპილოტო საფრენი აპარატებით არაერთი თავდასხმა განხორციელდა ანექსირებულ ყირიმში და რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე. 2023 წლის თებერვალში, დრონების დარტყმის შემდეგ, ტუაფსეში ნავთობის საცავს ცეცხლი გაუჩნდა. 2022 წლის ნოემბერში დრონები თავს დაესხნენ ნავთობის საცავს ბრიანსკისა და ორიოლის რეგიონებში.

XS
SM
MD
LG