საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში პროდუქტზე ფასების ზრდის ტენდენცია იცვლება - აპრილში, მარტთან შედარებით, ინფლაცია შემცირებულია. განახლებული მონაცემები დღეს, 3 მაისს, გამოქვეყნდა.
- აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ფასები შემცირებული 0,7 პროცენტით;
- აპრილში, წინა წელთან შედარებით, ფასები გაზრდილია 2,7 პროცენტით.
გასულ თვეში ინფლაციის შემცირებაზე გავლენა ჰქონდა:
- სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების 2,1%-ით გაიაფებას;
- ტრანსპორტის ღირებულების 2%-ით შემცირებას.
თუმცა, ფასები გაიზარდა:
- ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ფასი 2,1%-ით;
- ჯანდაცვა - 0,9%-ით.