Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლარი დოლართან მიმართებით ასეთი მყარი წლებია, არ ყოფილა


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

თითქმის ბოლო 5 წლის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით პირველად არის ასე მყარი. 2,5-ლარიან ნიშნულს დოლარი ბოლოს 2018 წლის 10 აგვისტოს შემდეგ გადასცდა.

28 აპრილს ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსია:

  • 1 დოლარი - 2,4991 ლარი;
  • 1 ევრო - 2,7605 ლარი.

ბოლო 24 საათში ლარი დოლართან მიმართებით 0,28 თეთრით გამყარდა, ევროსთან კი - 0,56 თეთრით.

ყველაზე დიდ კომერციულ ბანკებში ლარის კურსი ამ დროის [18:24 სთ] მონაცემებით ასეთია:

"თიბისი ბანკი"

  • დოლარი: ყიდვა - 2,452 ლარი; გაყიდვა - 2,542 ლარი;
  • ევრო: ყიდვა - 2,684 ლარი; გაყიდვა - 2,814 ლარი.

"საქართველოს ბანკი"

  • დოლარი: ყიდვა - 2,465 ლარი; გაყიდვა - 2,525 ლარი;
  • ევრო: ყიდვა - 2,71 ლარი; გაყიდვა - 2,784 ლარი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მუდმივად უსვამს ხაზს, რომ ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდაა.

"შარშან, გარდა იმისა, რომ ჩვენ უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა და ასევე დასაქმების მიმართულებითაც ძალიან სერიოზული გაუმჯობესება გვქონდა, ბოლო ორ წელიწადში შეიქმნა 220 000 ახალი სამუშაო ადგილი", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა 3 აპრილს.

არსებობს მოსაზრება, რომ გასულ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა საქართველოში უკავშირდებოდა რუსეთის მოქალაქეების მაღალ მიგრაციას, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.

XS
SM
MD
LG