Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატი ინჯია "უცნობის" აქციის მოთხოვნებს პარლამენტში კანონპროექტად წარადგენს


ფრიდონ ინჯია
ფრიდონ ინჯია

პარლამენტის დეპუტატი "ევროპელი სოციალისტებიდან" ფრიდონ ინჯია აპირებს კანონპროექტად დაარეგისტრიროს ის მოთხოვნები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ "უცნობის" აქციაზე გაჟღერდა. მან პარლამენტის ტრიბუნიდან ამ აქციაზე სიტყვით გამომსვლელებს მადლობა გადაუხადა.

"ჩამოვწერე ის მოთხოვნები, რომელიც იქ გაჟღერდა და ჩავთვალე წამეკითხა კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ მმართველმა პარტიამ წაიკითხოს", - თქვა დეპუტატმა ინჯიამ და „უცნობის“ აქციის მოთხოვნები პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩამოთვალა:

  • რევოლუციის თავიდან ასაცილებლად, პოლარიზაციისა და კრიზისის შემთხვევაში, პლებისციტის ჩატარება;
  • 2004-2012 წლებში "ნაციონალური მოძრაობის" "დიქტატორული რეჟიმის" პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება;
  • სუვერენული ეკონომიკური პოლიტიკის გატარება;
  • ევროკავშირის და სხვა ქვეყნის პოლიტიკოსებისგან სახელმწიფო სუვერენიტეტის პატივისცემა და შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევის აკრძალვის კატეგორიულად მოთხოვნა (ამ კონტექსტში ახსენა აშშ-ის ელჩი);
  • სკოლებში დაინერგოს ფუნდამენტური განათლება;
  • დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად ქმედითი სახელმწიფო პროგრამა განხორციელდეს;
  • "ლგბტ პროპაგანდა" კანონით აიკრძალოს.

"ამ აქციაზე იყვნენ ნაღები ხალხი, გულანთებული ხალხი, ამ ხალხმა გადაარჩინა საქართველო... ამ დღეებში ჩვენ წარმოვადგენთ კანონების პაკეტს, რომელიც იკვეთება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სახით წარმოდგენილი საზოგადოების შეკრებიდან, რომელი მოთხოვნებიც მონატრებულ კრებაზე გააჟღერა პოლიტიკოსმა და საზოგადო მოღვაწე ზაზა პაპუაშვილმა", - თქვა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის ტრიბუნიდან.

30 აპრილს თბილისის ცენტრში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, აქცია გაიმართა - აქცია დაიგეგმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გია გაჩეჩილაძის გადაცემა „უცნობის კიდობანში“. იდეა მსახიობ ზაზა პაპუაშვილს ეკუთვნოდა. ამ გადაცემაში ხშირად ისმის მოსაზრებები, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტს ხელყოფს. გაჩეჩილაძე და მისი სტუმრები ეჭვქვეშ აყენებენ საქართველოში კონსტიტუციით გამყარებულ მიზანს - ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას.

1 მაისს პარტია "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, რომელიც ასევე არის თბილისის მერი, მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც აქციაზე იყო მისული.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კი თქვა, რომ ეს აქცია იყო ქართული იდეით, ეროვნული ინტერესებით გამსჭვალული.

XS
SM
MD
LG