Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის და აზერბაიჯანის შეტაკების შედეგად 7 სამხედრო დაიღუპა


საილუსტრაციო ფოტო. სოფელი თეღი
საილუსტრაციო ფოტო. სოფელი თეღი

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს, 12 აპრილს განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი წუხელ შენარჩუნებული იყო და ამ ეტაპზე სიტუაცია შედარებით სტაბილურია. სამინისტროს თანახმად, 11 აპრილს, აზერბაიჯანის პროვოკაციის შედეგად, სომხურ მხარეს პოზიციები არ დაუკარგავს. თავის მხრივ, პროვოკაციაში სომხეთს ადანაშაულებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.

11 აპრილს შეტაკება მოხდა ლაჩინის დერეფნის მახლობლად, სომხეთის სოფელ თეღის მიდამოებში. თეღს ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ტერიტორია, რომელიც აზერბაიჯანმა დაიბრუნა 2020 წლის ომის შემდეგ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 4 და დაიჭრა 6 სამხედრო მოსამსახურე. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაიღუპა შეიარაღებული ძალების 3 სამხედრო. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

  • 2020 წლის ნოემბერში, ე.წ. 44-დღიანი ომის შემდეგ, სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე.
  • ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა დაიბრუნა ყარაბაღის რამდენიმე რაიონზე 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი.
  • რეგიონში განთავსდა რუსეთის "სამშვიდობო კონტინგენტი".
  • 2022 წლის სექტემბერში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის განახლდა შეიარაღებული დაპირისპირება, რომლის შედეგად, ორივე მხრიდან დაიღუპა 200-ზე მეტი სამხედრო.
XS
SM
MD
LG