Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მინისტრი: რესპუბლიკურის თანამშრომლებს თუ ვერ დავასაქმებთ, ხელფასს მაინც გადავუხდით


ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ სრულ პასუხისმგებლობას იღებს „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ პერსონალის დასაქმებაზე. „იმ შემთხვევაში, კი თუ მათ ვერ დავასაქმებთ, ჩვენ მათ ხელფასს მაინც გადავუხდით. ჩვენ ამას ყველანაირი ხელშეკრულებებით გავამყარებთ“ - თქვა მან.

„რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ბედთან დაკავშირებით ზურაბ აზარაშვილმა თქვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას შენობის დანგრევასთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნის შემდეგ მიიღებენ. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ახალი საავადმყოფოს შესახებ დეტალურ ინფორმაციას, უწყება, მომდევნო კვირაში წარადგენს.

თებერვალში ჯანდაცვის მინისტრმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ მთავრობა „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დანგრევას აპირებდა და რომ სახელმწიფო „ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს დასრულებას“ დაახლოებით ორწელიწად-ნახევარს მოანდომებს.

მინისტრის განცხადებას „რესპუბლიკურის“ ექიმების პროტესტი მოჰყვა, აქამდე ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ სახელმწიფო რეაბილიტაციის ძველ გეგმას მიჰყვებოდა.

ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ მის მიერ ინტერვიუში ნათქვამი „იყო წინასწარი და არა საბოლოო დასკვნა.“ მინისტრის თქმით, რეკონსტრუქციის დროს პირველ რიგში ხარჯთეფექტურობა უნდა შეფასდეს. „რესპუბლიკური საავადმყოფო არაა თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

XS
SM
MD
LG