1 აპრილს, დღის მეორე ნახევარში, რუსმა სამხედროებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიევკაზე, - ამის შესახებ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა ტელეგრამის არხში განაცხადა.
უკრაინელი მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთის არმიის პირველი რაკეტა ადმინისტრაციულ შენობას მოხვდა,მეორე კი ინფრასტრუქტურულ ობიექტს.
"ხალხი თავშესაფარში იმყოფებოდა, დაღუპულები და დაშავებულები არ არიან", - წერს ერმაკი.
უკრაინის ქალაქ ავდეევკაში, სადაც რუსეთის სრულმასშტაბიან ინტერვენციამდე დაახლოებით 32,5 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ამჟამად დარჩენილია 1,900 ადამიანი, რომლებსაც ქალაქის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა გასული კვირის ბოლოს ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა, ვიტალი ბარაბაშმა.
ფრონტისპირა სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის ბრძანებით, ქალაქი სულ ბოლოს 26 მარტს, ყველა კომუნალური სამსახურის თანამშრომლებმა დატოვეს.