Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში კიდევ ერთ ჟურნალისტს მიუსაჯეს პატიმრობა არმიის შესახებ "ფეიკისთვის"


მარია პონომარენკო
მარია პონომარენკო

რუსეთის არმიის შესახებ „ფეიკის“ გავრცელების ბრალდებით პატიმრობა მიუსაჯეს კიდევ ერთ რუს ჟურნალისტს.

ბარნაულის სასამართლომ დამნაშავედ ცნო გამოცემა RusNews-ის ჟურნალისტი მარია პონომარენკო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას 5 წლით აუკრძალეს ინტერნეტით საჯარო საქმიანობაც. ბრალდების მხარე პონომარენკოს 9 წლით დაპატიმრებას ითხოვდა.

ჟურნალისტის ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ.

მარია პონომარენკოს „ცრუ ინფორმაციის გავრცელებად" ჩაუთვალეს ტელეგრამ-არხზე 2022 წელს გამოქვეყნებული პოსტი, რომელიც ეხებოდა რუსი სამხედროების მიერ უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრის დაბომბვის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვას.

მარია პონომარენკო 2022 წლის აპრილში, სანქტ-პეტერბურგში დააკავეს და ბარნაულის იზოლატორში გადაიყვანეს. რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობის და სამარტოო საკანში არსებული მძიმე პირობების ფონზე, 2022 წლის სექტემბრში, ჟურნალისტმა თვითმკვლელობა სცადა. ნოემბერში პონომარენკო შინაპატიმრობაში გადაიყვანეს, 2023 წლის იანვარში კი, იზოლატორში დააბრუნეს.

რუსეთმა არმიის შესახებ ე.წ. ფეიკების საწინააღმდეგო კანონი უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მიიღო. კანონი ძალაში შევიდა 2022 წლის მარტიდან და მის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო არაერთი ჟურნალისტის, ბლოგერისა და პოლიტიკოსის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG