Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI: კიდევ უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ არცერთი პარტია არ გამოხატავს მათ ინტერესებს


საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი

"ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის მიხედვით, გაზრდილია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ფიქრობენ, რომ არცერთი პარტია არ გამოხატავს მათ ინტერესებს. გამოკითხვა 2022 წლის 3-20 დეკემბერს ჩატარდა.

კითხვაზე, არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს, მოქალაქეებმა ასე უპასუხეს:

  • "დიახ" - 31%;
  • "არა" - 61%;
  • "არ ვიცი" - 6%;
  • უარი პასუხზე - 3%.
NDI-ის კვლევა
NDI-ის კვლევა

2022 წლის აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ შედეგები პარტიებისთვის გაუარესებულია. კვლევაში ასევე აღნიშნულია:

  • "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა მესამედი და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა თითქმის ნახევარი ამბობს, რომ არცერთი პარტია არ გამოხატავს მათ ინტერესებს;
  • უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია.

2022 წლის დეკემბერში კვლევა NDI-ის დაკვეთით "CRRC საქართველომ" ჩაატარა. კვლევა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ არის დაფინანსებული.

სხვა დეტალები კვლევის შესახებ:

  • 2,519 დასრულებული ინტერვიუ (29% გამოპასუხება);
  • საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.6%;
  • ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 18+ ასაკის მოსახლეობასთან, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული.
XS
SM
MD
LG