Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI: საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერა გაიზარდა


ფოტო არქივიდან: ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია თბილისში
ფოტო არქივიდან: ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია თბილისში

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" ბოლო კვლევა, რომელიც 2022 წლის 3-20 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა, აჩვენებს, რომ საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერა გაიზარდა. წინა კვლევაში, რომელიც აგვისტოში ჩატარდა, ეს მხარდაჭერა 2018 წლის ნიშნულამდე იყო დაცემული.

NDI-ის კვლევა
NDI-ის კვლევა

"ევროკავშირის მხარდაჭერა 81 პროცენტამდე გაიზარდა, რაც იმის დასტურია, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროინტეგრაციის ერთგულნი რჩებიან. თუმცა ასეთი მისწრაფებების მიუხედავად, მოსახლეობის უმრავლესობისთვის საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს ან საკმარისს არ აკეთებს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად", - წერია კვლევის ერთ-ერთ მთავარ მიგნებად.

ევროკავშირის მხარდაჭერა ყველაზე დაბალი ეთნიკურ უმცირესობებშია. ყველაზე დიდი წილი "არ ვიცი" პასუხის სწორედ ამ ჯგუფშია.

NDI-ის კვლევა
NDI-ის კვლევა

კვლევის მიხედვით, მოსაზრებები გაყოფილია იმასთან დაკავშირებით, დაშორდა თუ დაუახლოვდა საქართველო ევროკავშირს - მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", მხარდამჭერებს უფრო მეტად მიაჩნიათ, რომ საქართველო ევროკავშირს დაუახლოვდა.

NDI-ის კვლევა
NDI-ის კვლევა

მონაცემები აჩვენებს, რომ უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა საკმარისს არ აკეთებს ან არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს.

NDI-ის კვლევა
NDI-ის კვლევა

2022 წლის დეკემბერში კვლევა NDI-ის დაკვეთით "CRRC საქართველომ" ჩაატარა. კვლევა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ არის დაფინანსებული.

სხვა დეტალები კვლევის შესახებ:

  • 2,519 დასრულებული ინტერვიუ (29% გამოპასუხება);
  • საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.6%;
  • ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 18+ ასაკის მოსახლეობასთან, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული.
XS
SM
MD
LG