Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი შვედეთს: სტოკჰოლმში აქციების შემდეგ, ნუ გექნებათ ნატოში გაწევრიანების საკითხში თურქეთის მხარდაჭერის მოლოდინი


რეჯეპ ტაიპ ერდოანი, თურქეთის პრეზიდენტი
რეჯეპ ტაიპ ერდოანი, თურქეთის პრეზიდენტი

შვედეთს არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ თურქეთი მხარს დაუჭერს მის სწრაფვას ნატოში, მას შემდეგ, რაც სტოკჰოლმში, თურქეთის საელჩოსთან გაიმართა აქცია, რომელზეც ყურანის ასლი დაწვეს, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 23 იანვარს.

სტოკჰოლმში აქციები შაბათ-კვირას გაიმართა, ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების სურვილის წინააღმდეგ. ამ აქციებმა, რომლებზეც ყურანის ასლი დაწვეს, კიდევ უფრო მეტად გააღრმავა დაძაბულობა თურქეთთან, რომლის მხარდაჭერაც შვედეთს ალიანსში გაწევრიანებისთვის ესაჭიროება.

"მათ, ვინც ასეთ მკრეხელობას უფლებას რთავენ ჩვენი საელჩოს წინ, ვეღარ ექნებათ მოლოდინი, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ ნატოში გაწევრიანების [საკითხში]", - განაცხადა ერდოანმა მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ.

XS
SM
MD
LG