Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IAEA გააძლიერებს წარმომადგენლობას უკრაინის ატომურ სადგურებზე


რაფაელ გროსი, IAEA-ის გენერალური დირექტორი
რაფაელ გროსი, IAEA-ის გენერალური დირექტორი

ატომური ენერგიის საერთშორისო სააგენტო (IAEA) აცხადებს, რომ გააძლიერებს თავის წარმომადგენლობას უკრაინაში, საიმისოდ, რომ თავიდან იქნეს აცილებული ატომური კატასტროფა ქვეყანაში რუსეთის შეჭრის პირობებში.

სააგენტომ 13 იანვარს გამოაცხადა, რომ მისი გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი მომავალ კვირაში ეწვევა უკრაინას, რათა დანერგოს ახალი წესი, რომელიც უზრუნველყოფს IAEA-ის ექსპერტების მუდმივ წარმომადგენლობას უკრაინის ხუთივე ბირთვულ ობიექტზე.

ამჟამად სააგენტოს მუდმივი წარმომადგენლობა მუშაობს მხოლოდ რუსეთის მიერ კონტროლირებულ ზაპოროჟიეს სადგურზე, ოთხამდე ექსპერტის შემადგენლობით.

ახალი გეგმით, უკრაინაში მუდმივად იქნება IAEA-ის 11 ან 12 სპეციალისტი, ყველა სადგურზე, მათ შორის გაუქმებულ ჩერნობილზე დაკვირვების და ტექნიკური დახმარების გაწევის მიზნით.

XS
SM
MD
LG