Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართა 20-ზე მეტ ქალაქში - ფოტოგალერეა


ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია პარიზში, საქართველოს საელჩოსთან. 4 იანვარი, 2022 წელი
ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია პარიზში, საქართველოს საელჩოსთან. 4 იანვარი, 2022 წელი

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სოლიდარობის აქციები რუსი ბლოგერის და უფლებადამცველის, მარკ ფეიგინის ინიციატივით, დღეს მსოფლიოს 20-ზე მეტ ქალაქში გაიმართა. აქციები, ძირითადად, საქართველოს საელჩოებთან ჩატარდა. აქციებზე მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა მოითხოვეს.

სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ლონდონში
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ლონდონში

ფეიგინმა სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციებზე გამოსვლისკენ თავის მაყურებლებს მას შემდეგ მოუწოდა, რაც მიხეილ სააკაშვილმა მას წერილი მისწერა კლინიკა "ვივამედიდან". ფეიგინის იუთუბ-გადაცემის ეთერის საშუალებით, აქციისკენ მოწოდებებით გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩიც. არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ საელჩოებთან აქცია არ არის საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა და მიზნად ისახავს ადამიანის გადარჩენას.

სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია კიშინიოვში
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია კიშინიოვში

სააკაშვილის მხარდამჭერი აქციების ფოტოებს თავად მარკ ფეიგინი ავრცელებს - აქციის მონაწილეები ფოტოებს მას თხოვნის საფუძველზე უგზავნიან სოციალურ ქსელებში გამოსაქვეყნებლად.

აქცია სტოკჰოლმში
აქცია სტოკჰოლმში

სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები 4 იანვარს იმართება საქართველოშიც. თბილისში ორი აქციაა დაგეგმილი: ენმ მშვიდობის ხიდთან მართავს აქციას, ენმ-ის წევრი და პარტიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი კი მთავრობის კანცელარიიდან ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრამდე აწყობს მსვლელობას მხარდამჭერებთან ერთად.

სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ათენში
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ათენში

სააკაშვილის მხარდამჭერი აქციების დაანონსებისას მარკ ფეიგინმა თქვა, რომ მას აქვს გეგმა ექსპრეზიდენტის დასახმარებლად, თუმცა ამ გეგმის გაჟღერებამდე დაელოდება საქართველოს მთავრობის რეაქციას.

აქცია მადრიდში
აქცია მადრიდში

დღეს გამართული აქციების უმეტეს ნაწილზე ადამიანები საქართველოს და უკრაინის დროშებით იყვნენ მისული.

აქცია თელ-ავივში
აქცია თელ-ავივში

ფრანკფურტში გამართული აქციის მონაწილეებმა არა მხოლოდ ტრანსპარანტებით, მიმართვებითაც გააჟღერეს თავიანთი მოთხოვნები.

"არ მინდა რუსმა ქართველის ხელით კიდევ ერთხელ მოგვიკლას პრეზიდენტი, სახელმწიფო და მომავალი", - ითქვა დღეს საქართველოს საკონსულოსთან ფრანკფურტში გამართულ აქციაზე. დემონსტრანტებს საკონსულო დაკეტილი დახვდათ.

ფრანკფურტის გარდა, სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართა გერმანიის სხვა ქალაქებშიც.

აქცია მიუნხენში
აქცია მიუნხენში
აქცია ბერლინში
აქცია ბერლინში

ცნობილია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით - მთავრობის წევრები მიიჩნევენ, რომ პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტს საქართველოში აქვს შესაძლებლობა მიიღოს სრულფასოვანი მკურნალობა.

აქცია ვარშავაში
აქცია ვარშავაში
აქცია ბრატისლავაში
აქცია ბრატისლავაში

სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან მისგან განთავისუფლების საკითხი განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში - ამ საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 9 იანვარს არის დანიშნული. სააკაშვილის ადვოკატის თქმით, ექსპრეზიდენტს სურს თავადაც, ფიზიკურად დაესწროს სასამართლო პროცესს.

აქცია ავსტრალიაში, ქალაქი კანბერა
აქცია ავსტრალიაში, ქალაქი კანბერა
აქცია პრაღაში
აქცია პრაღაში
აქცია ვილნიუსში
აქცია ვილნიუსში

სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართა უკრაინის ქალაქებში, ოდესასა და კიევში. საქართველოს ექსპრეზიდენტი სწორედ უკრაინის მოქალაქეა.

აქცია ოდესაში
აქცია ოდესაში

სააკაშვილის გადარჩენის მოთხოვნით გამოვიდა ჩეჩნური დიასპორაც საფრანგეთში.

ჩეჩნური დიასპორის აქცია პარიზში
ჩეჩნური დიასპორის აქცია პარიზში

სააკაშვილის მხარდასაჭერად ქუჩაში გამოვიდნენ მოსკოვშიც.

აქცია რიგაში
აქცია რიგაში
აქცია სოფიაში
აქცია სოფიაში

სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა საქართველოს მეზობელი სომხეთის დედაქალაქ ერევანშიც.

აქცია ერევანში
აქცია ერევანში

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა ვივამედში 2022 წლის 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახის წევრები და მხარდამჭერები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით განსაკუთრებით შეშფოთებულები არიან 2022 წლის შემოდგომიდან - ზაფხულის მიწურულს მან წონაში სწრაფი კლება დაიწყო.

XS
SM
MD
LG