Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელი სამხედროები ხერსონში შევიდნენ. მათ სახელმწიფო დროშებით ხვდებიან ქალაქის მცხოვრებლები


უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლები 11 ნოემბერს შევიდნენ ქალაქ ხერსონი, რომელიც ალყაში მოქცეულმა რუსეთის არმიის დანაყოფებმა გამთენიისას დატოვეს. ოფიციალურად ხერსონის გათავისუფლების შესახებ კიევს ჯერჯერობით არ განუცხადებია, მაგრამ სოციალურ ქსელებში ქვეყნდება ქალაქის ქუჩებში, კერძოდ, შუმენსკის მიკრორაიონში მყოფი უკრაინელი სამხედროების ფოტო და ვიდეომასალა.

უკრაინელი ჯარისკაცების მისასალმებლად ხერსონის ასობით მცხოვრები გამოვიდა უკრაინის სახელმწიფო დროშებით ხელში. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე უკვე აღიმართა უკრაინის სახელმწიფო დროშა.

ქალაქში რაიმე საბრძოლო მოქმედებებს ადგილი არ აქვს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ პარასკევს დილით ყველა რუსი სამხედრო მოსამსახურე გაიყვანეს დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან, სადაც ხერსონი მდებარეობს.

XS
SM
MD
LG