Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანას ევროპა და უფლება


ანას ევროპა და უფლება
please wait

No media source currently available

0:00 0:06:37 0:00

ანა გოგუაძე, ფოტოგრაფი და კაფე „მზიურის“ დამფუძნებელი, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში გამოფენს იმ ფოტოებს, რომლებსაც ექვსი წლის განმავლობაში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ქალაქში იღებდა და აგროვებდა. ამ ფოტოებით ის ევროპის მოქალაქეების, რიგითი ადამიანების ამბებს ჰყვება და ფიქრობს, რომ სწორედ ახლაა ამ ფოტოების გამოფენის დრო, ახლა, როდესაც განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის საკითხი.

ოქტომბრის დასაწყისში ანას ცხოვრებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ვალდებული იქნება, რომ მას, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, დაუნიშნოს პირადი ასისტენტი. ანა ამბობს, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საამაყოა, რადგან მოსამართლის ამ განჩინებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა ადამიანს, მას ვისაც გადაუდებლად ესაჭიროება მხარდაჭერა, სახელმწიფო ვალდებული იქნება, რომ დაეხმაროს.

XS
SM
MD
LG