Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მძევლის მამა: შვილმა დაგვირეკა და გვითხრა, რომ ბანკში თავდამსხმელი იყო


"საქართველოს ბანკში" მძევლად აყვანილი ერთ-ერთი თანამშრომლის მამა
"საქართველოს ბანკში" მძევლად აყვანილი ერთ-ერთი თანამშრომლის მამა

"საქართველოს ბანკის" ქუთაისის ფილიალის ერთ-ერთი თანამშრომლის, ბანკში შეჭრილი შეიარაღებული ადამიანის მიერ მძევლად აყვანილი პირის მამა ამბობს, რომ ბანკზე თავდამსხმის შესახებ მას თავად შვილმა შეატყობინა ტელეფონით. ზაზა სანებლიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მას შემდეგ შვილთან დაკავშირებას ვერ ახერხებს.

"ერთხელ დაგვირეკა და გვითხრა, რომ თავდამსხმელი შემოვიდა. ვცადეთ დარეკვა და ტელეფონი გათიშული იყო. ზუსტ დროს ვერ გეტყვით. მეუღლე ელაპარაკა, მარტო მაგის თქმა მოასწრო. პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს იმედი გვაქვს, რომ ყველას უვნებელს გამოიყვანენ", - უთხრა რადიო თავისუფლებას ბანკში შეჭრილი შეიარაღებული პირის მიერ მძევლად აყვანილი "საქართველოს ბანკის" თანამშრომლის, მარიამ სანებლიძის მამამ.

"საქართველოს ბანკში" შეიარაღებული ადამიანის შეჭრის შესახებ ცნობა მედიაში დაახლოებით 11:00 საათზე გავრცელდა. დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს თავად ბანკი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ოთხი მუხლით დაიწყო. შსს-ის ინფორმაციით, შენობაში 12 ადამიანია მძევლად.

გამოძიება დაწყებულია:

  • მუხლი 144 - მძევლად ხელში ჩაგდება;
  • მუხლი 236 - საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება;
  • მუხლი 323 - ტერორისტული აქტი;
  • მუხლი 329 - მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით.

სოციალურ ქსელში ქუთაისში, "საქართველოს ბანკში" მყოფი ერთ-ერთი მძევლის ვიდეო ვრცელდება. კადრებში ისმის სავარაუდო თავდამსხმელის ხმაც, რომელიც მძევალს კარნახობს საკუთარ მოთხოვნებს, მათ შორის თანხას და სავარაუდო დროს.

XS
SM
MD
LG