ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე, პოლიციაა მობილიზებული. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "საქართველოს ბანკში" შეიჭრა თავდამსხმელი, რომელიც ითხოვს ფულს.
დამატებით ცნობას ამ ეტაპზე არ ავრცელებს "საქართველოს ბანკი". შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქუთაისში, "საქართველოს ბანკში" შეჭრილია შეიარაღებული პირი.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმა ხდება. ამ დრომდე არ არის დაკავებული 2020 წლის ოქტომბერში ზუგდიდში "საქართველოს ბანკში" შეჭრილი თავდამსხმელი, რომელმაც ნახევარი მილიონი დოლარი წაიღო. ბანკში იგი 21 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათისთვის შეიჭრა და 43 ადამიანი აიყვანა მძევლად.
კიდევ ერთი თავდასხმა, რომელიც "საქართველოს ბანკის" ყვარლის ფილიალზე მოხდა 2021 წლის სექტემბერში, პოლიციამ აღკვეთა.
მასალა განახლდა მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.