Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გომელაური ბადრი ესებუას შესახებ: სად წავა? დღეს არა, ხვალ დავაკავებთ


ვახტანგ გომელაური
ვახტანგ გომელაური

ძებნილ ბადრი ესებუას შესახებ ილაპარაკა შინაგან საქმეთა მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ გომელაურმა. როგორც ის ამბობს, ესებუას აუცილებილად დააკავებენ.

„საქართველოში ჩვენ გვყავს 20 წლის ძებნილები, რომლებიც საქართველოში არიან და ქვეყანა არ დაუტოვებიათ. გვყავს 16 წლის ძებნილები. გვყავს 2006 წელს, რომ ჩაიდინეს დანაშაული და დღესაც არ არის დაჭერილი. უკვირს ხოლმე, ასევ ვთქვათ, ოპოზიციას, რა ხდება? რა ვერ დააკავეთ ერთ და ორ თვეში. ეს ჩვეულებრივი თემაა, სად წავა? დღეს არა, ხვალ დავაკავებთ. მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ. ეს არის ჩვენთვის ღირსების თემა და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ადამიანი იქნეს დაკავებული. აუცილებლად დავაკავებთ“, - თქვა გომელაურმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

21 ოქტომბერს ზუგდიდში ბანკში ნიღბიანი და შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც რამდენიმე მძევალი აიყვანა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათასი დოლარი მოითხოვა. რამდენიმე დღეში მედიაში სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობა გავრცელდა, მოგვიანებით კი შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ამ საქმეზე ეძებდნენ ყოფილ სამხედროს, ბადრი ესებუას.

ბადრი ესებუა ამ დრომდე არ უპოვიათ, მისი ძმა, ბიძინა ესებუა კი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, „საქართველოს ბანკზე" თავდასხმის შემდეგ ძმებს ერთმანეთთან კონტაქტი ჰქონდათ.

XS
SM
MD
LG