Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საგარეო მინისტრი: "რუსეთთან მოლაპარაკებები ბრძოლის ველზე მიმდინარეობს"


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება

უკრაინა რუსეთთან დიპლომატიურ მოლაპარაკებებს განაახლებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღადგენს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უკრაინულ გამოცემა "ერბეკა უკრაინას" უთხრა.

"დღეს მოლაპარაკებები რუსეთთან ბრძოლის ველზე მიმდინარეობს, ეს მოლაპარაკებების ერთადერთი სახეობაა, რომელიც მას რეალურად ესმის. ჩვენი უცხოელი პარტნიორები გვეთანხმებიან, ახლა არ არსებობს არანაირი ინდიკატორი იმის, რომ რუსეთი მზადაა ასეთი სერიოზული მოლაპარაკებებისთვის და რომ დღეს უკვე შექმნილია სერიოზული პირობები მსგავსი მოლაპარაკებებისთვის", - თქვა მინისტრმა.

კულება მოელის, რომ მოსკოვი ნამდვილ დიალოგზე არ წამოვა, თუ მისი პოზიციები არ დასუსტდება.

"მაშინ განაახლებენ მოლაპარაკებებს, ოღონდ არა სახის შესანარჩუნებლად, არამედ იმისთვის, რომ შეინარჩუნონ ის, რასაც იმ მომენტისთვის გააკონტროლებენ. მაგრამ ჩნდება ლოგიკური კითხვა: თუკი იმ მომენტში წარმატებული შეტევა გვექნება და ტერიტორიებს გავათავისუფლებთ, მაშინ რატომღა უნდა მოველაპარაკოთ აგრესორს რამეზე?"

უკრაინის ჯარის კონტრშეტევამ, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიწყო, თითქმის მთლიანად განდევნა რუსული ჯარები ხარკოვის ოლქიდან. სხვადასხვა მონაცემით, უკრაინამ დაიბრუნა დაახლოებით 3 ათასი კვადრატული კილომეტრის ტერიტორია. ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ კონტრშეტევას განაგრძობს და სთხოვს დასავლეთს, დამატებითი შეიარაღება მიაწოდოს.

XS
SM
MD
LG