რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი უარს არ ამბობს უკრაინასთან მოლაპარაკებებზე, თუმცა „კიევის მიერ დიალოგის გაჭიანურება მხოლოდ გაართულებს მოსკოვთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას“. ლავროვმა ამის შესახებ განაცხადა ინტერვიუში, რომელიც მან რუსეთის ტელეკომპანია „როსია-1-ის“ გადაცემა „მოსკოვი. კრემლი. პუტინს“ მისცა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ იმეორებს პრეზიდენტ პუტინის პოზიციას, რომელიც მან დუმის ხელმძღვანელობასთან გამოთქვა.
რუსეთის პრეზიდენტმა 7 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები არ დაუწყია და ის მხოლოდ იცავდა დონბასის მოსახლეობას „კიევის აგრესიისგან“. პუტინმა რუსეთის ქმედებებს „სარკისებური პასუხი“ უწოდა.