Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუტერეში: ატომურ ელექტროსადგურზე იერიში თვითმკვლელობის ტოლფასია


ანტონიუ გუტერეში, გაეროს გენერალური მდივანი
ანტონიუ გუტერეში, გაეროს გენერალური მდივანი

გაერო იმედოვნებს, რომ შეწყდება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მისამართით ცეცხლი და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს („მაგატეს“) სადგურზე წვდომის საშუალება მიეცემა, ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა.

ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს სადგურზე ვითარების სტაბილიზაციისთვის მაგატეს ძალისხმევას, ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერი იერიში თავისთავად თვითმკვლელობაა და იმედი მაქვს, ეს შეტევა შეწყდება და იმედი მაქვს, მაგატეს მიეცემა სადგურზე წვდომა“, - განაცხადა გუტერეშმა ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი სიტყვებით, ბირთვული კონფრონტაციის ხიფათი ათწლეულების შემდეგ ისევ დაბრუნდა. მან ბირთვული შეიარაღების მქონე სახელმწიფოებს მოუწოდა, აიღონ ვალდებულება, არ გამოიყენონ მსგავსი შეიარაღება პირველებმა.

ვფიქრობ, თუ ბირთვული იარაღი იქნება გამოყენებული, მაშინ არავითარი გაერო აღარ იქნება, რომელსაც ამაზე რეაგირება შეეძლება“, - უპასუხა მან იაპონელი ჟურნალისტის კითხვას, რა რეაქცია ექნება გაეროს, რუსეთის მხრიდან უკრაინაში ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე.

გუტერეში იაპონიას სტუმრობდა ჰიროსიმის დაბომბვის 77-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის.

გასულ კვირაში, უკრაინული კომპანია "ენერგოატომის" ცნობით, თავდასხმის გამო ავარიულად გამოირთო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სამი მოქმედი ენერგობლოკიდან ერთ-ერთი.

XS
SM
MD
LG