ევროკავშირის ქვენების მინისტრები, რომლებიც ენერგეტიკის სფეროსთვის არიან პასუხისმგებელი, შეთანხმდნენ მომავალი ზამთრისთვის „გაზის საგანგებო გეგმის გარშემო“.
გეგმის თანახმად, უნდა შემცირდეს რისკი იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთის საერთოდ გადაკეტავს გაზს. თუმცა არსებობს არაერთი გამონაკლისი.
ჩეხეთმა, რომელიც ახლა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეა, ტვიტერით განაცხადა, რომ ეს არ იყო მისია, რომელიც შეუძლებელი იყო.
ჩეხეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი იოზეფ სიკელა, შეხვედრის შედეგს მიესალმა, როგორც ევროპული სოლიდარობის მოდელს. „ევროკავშირი ერთიანი და სოლიდარულია", დაწერა მან ტვიტერით.
ენერგეტიკის მინისტრებმა მიაღწიეს „პოლიტიკურ შეთანხმებას“, რათა მომავალი ზამთრისთვის გაზის მოხმარება შეამცირონ. გეგმას, რომელიც ამა წლის აგვისტოდან გაისად მარტამდე ბუნებრივი აირის 15 პროცენტით შემცირებას ითვალისწინებს, არ მიემხრო მხოლოდ უნგრეთი.
გეგმის შესრულება ნებაყოფლობითია. თითოეულ ქვეყანას შეუძლია თვითონ გადაწყვიტოს, როგორო მოახერხოს დაზოგვა. მოხმარების კრიტერიუმად მიიჩნევა 2016-დან 2021 წლამდე გამოყენებული აირის ოდენობა. თუ გაზის მოწოდების მხრივ საგანგაშო ვითარება შეიქმნა, შეიძლება შემოღებულ იქნეს სავალდებულო ზომები, რომლებსაც ბლოკის წევრების გარკვეული ნაწილი უნდა მიემხროს.
ევროპის კავშირის ზოგიერთ წევრებზე ვრცელდება გამონაკლისები, როცა ისინი არ არიან სხვა ქვეყნის ქსელთან დაკავშირებული. ასეთებია ესპანეთი და პორტუგალია, ასევე კუნძულები, კვიპროსი, მალტა და ირლანდია. მათ შეუძლია ასევე არ შეასრულონ სავალდებულო ზომები.