Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს შესრულდა დონბასში მალაიზიის "ბოინგის" ჩამოგდების მე-8 წლისთავი


"მალაიზიის ავიახაზების" Boeing 777-ის ნამსხვრევები დონეცკის მახლობლად. 2014 წ. 17 ივლისი.
"მალაიზიის ავიახაზების" Boeing 777-ის ნამსხვრევები დონეცკის მახლობლად. 2014 წ. 17 ივლისი.

დღეს რვა წელი შესრულდა აღმოსავლეთ უკრაინის თავზე „მალაიზიის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებიდან, რასაც სამასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

2014 წლის 17 ივლისს „ბოინგი“ (რეისი MH17) ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა, როცა მან დონბასში განიცადა კატასტროფა. დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანი - ათი სახელმწიფოს მოქალაქეები. მათი უმრავლესობა ნიდერლანდელები იყვნენ.

ავიაკატასტროფამდე რამდენიმე თვით ადრე რუსეთმა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსია მოახდინა და გააძლიერა აღმოსავლეთ უკრაინელი სეპარატისტების დახმარება.

საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის თანახმად, MH-17 ჩამოაგდეს რაკეტით, რომელიც რუსეთის კონტროლქვეშ მყოფმა სეპარატისტებმა ისროლეს.

ნიდერლანდელმა პროკურორებმა სამუდამო პატიმრობა მოითხოვეს ოთხი რუსისა და ერთი უკრაინელისთვის, რომლებსაც მალაიზიის ბოინგის ჩამოგდებაში ედებათ ბრალი. მათ შორისაა რუსეთის არმიის ყოფილი ოფიცერი, რომელიც თვითმფრინავის ჩამოგდების პერიოდში რეგიონში ხელმძღვანელობდა მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ჯგუფს. მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს ავიაკატასტროფასთან კავშირს.

ავიაკატასტროფის შემდეგ დასავლეთმა გაამკაცრა მოსკოვის მიმართ პოლიტიკა და გააძლიერა უკრაინის მხარდაჭერა. რუსეთსა და უკრაინას შორის კონფრონტაცია მრავალ წელს გრძელდებოდა, სანამ მიმდინარე წლის თებერვალში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ათეულობით ათასი ჯარისკაცი გაგზავნა უკრაინაში ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის“.

XS
SM
MD
LG