Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ არიან უკრაინაში მებრძოლი რუსი ნეონაცისტები?


მემარჯვენე ექსტრემისტული დაჯგუფება "რუსიჩის" მეთაური ალექსეი მილჩაკოვი.
მემარჯვენე ექსტრემისტული დაჯგუფება "რუსიჩის" მეთაური ალექსეი მილჩაკოვი.

ავტორი: დმიტრი კოჟურინი

ვიდეოში, რომელიც 2020 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა, რესპექტაბელურად გამოწყობილი ორი რუსი მამაკაცი ამერიკულ ვისკის წრუპავს და უკრაინელთა დახოცვაზე საუბრობს.

მე ნაცისტი ვარ,“ ამბობს ერთ-ერთი, ალექსეი მილჩაკოვი, რომელიც YouTube-ში, რუსულ ნაციონალისტურ არხზე გამოქვეყნებულ ამ ვიდეოს ყურადღების ცენტრშია. „არ ვაპირებ, სიღრმეში წავიდე და ვთქვა, რომ ვარ ნაციონალისტი, პატრიოტი ან იმპერიალისტი და . . პირდაპირ ვიტყვი: მე ნაცისტი ვარ.“

უნდა გესმოდეთ, რომ როცა ვინმეს კლავთ, მონადირის აგზნებას განიცდით. თუ არასოდეს ყოფილხართ სანადიროდ, სცადეთ. საინტერესოა,“ ამბობს ის.

მილჩაკოვი არის რუსული გასამხედროებული ჯგუფის, „რუსიჩისხელმძღვანელი. ჯგუფი ღიად უჭერს მხარს ნაცისტურ სიმბოლიკას და რასისტულ იდეოლოგიას. სარწმუნო წყაროების მიხედვით, მილჩაკოვი და მისი ჯგუფი დაკავშირებული არიან სიმხეცესთან უკრაინასა და სირიაში.

რუსიჩიერთ-ერთი მემარჯვენე რადიკალური დაჯგუფებაა, რომელიც აქტიურად იბრძოდა უკრაინაში - რუსეთის რეგულარულ ძალებთან ან სეპარატისტულ შენაერთებთან ერთად. მის მხარდამხარ იბრძოდნენრუსეთის იმპერიული მოძრაობისწევრებიც. ეს ჯგუფი თეთრი რასის უპირატესობას ქადაგებს. შეერთებულმა შტატებმა ორი წლის წინ აკრძალა ის, როგორცგლობალური ტერორისტულიორგანიზაცია.

ჟურნალმა Spiegel-მა მოიპოვა და 22 მაისს გამოაქვეყნა ნაწილები გერმანიის დაზვერვის ფედერალური სამსახურის კონფიდენციალური ანგარიშისა, რომლის თანახმად, უსეთის ნეონაცისტური და მემარჯვენე ექსტრემისტული დაჯგუფებები უკრაინაში იბრძვიან.

როგორც გერმანელი ანალიტიკოსები წერენ, ის გარემოება, რომ რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერები მიესალმებიან ნეონაცისტურ ჯგუფებს, აზრს უკარგავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის არგუმენტს, რომ თითქოს უკრაინაში რუსეთი ქვეყნისდენაციფიკაციისთვისშეიჭრა.

ეს ფაქტი, მოჰყავს Spiegel- ციტატა ანგარიშიდან, „ომის სავარაუდო მიზეზს, უკრაინის .. დენაციფიკაციას, აბსურდად აქცევს“.

სირიიდან უკრაინამდე

უკრაინა 24 თებერვალს რუსეთის ინტერვენციამდეც იზიდავდა მემარჯვენე მიდრეკილებების მებრძოლებს. მანამდე განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდნენ მემარჯვენე გასამხედროებული ჯგუფები, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდამხარ იბრძოდნენ. ეს ფენომენი დონბასის 2014 წლის კონფლიქტიდან შეინიშნება.

უკრაინის ცნობილიაზოვის პოლკიჩამოყალიბდა მემარჯვენე გასამხედროებული ორგანიზაციააზოვის ბატალიონიდან“, რომელმაც ომის პირველივე დღეებიდან მოიხვეჭა სახელი. ჯგუფის ლიდერები და დამფუძნებლები ღიად გამოხატავდნენ ქსენოფობიასა და იმიგრანტების მიმართ მტრულ რიტორიკას. მათი სიმბოლოები მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ნაცისტურ სიმბოლიკას ჩამოჰგავდა.

მოგვიანებითაზოვიუკრაინის ეროვნულ გვარდიაში გაერთიანდა და მისი ექსტრემისტული რიტორიკაც უფრო ზომიერი გახდა, მაგრამ შენაერთმა შეინარჩუნა მძლავრი სამხედრო ძალის რეპუტაცია.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებიაზოვსდა XX საუკუნის ნაციონალისტ პოლიტიკოსს, სტეპან ბანდერას მრავალი წლის განმავლობაში იყენებდნენ პროპაგანდისტული მიზნებით, ხშირად ამახინჯებდნენ და აზვიადებდნენ მათ მოსაზრებებს და მოქმედებებს და საქმეს ისე წარმოადჩენდნენ, თითქოს უკრაინაში ნეონაცისტები დომინირებდნენ.

როცა ვლადიმირ პუტინმა 24 თებერვალს უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ გამოაცხადა, მან ამ .. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მთავარ მიზნად დაასახელადემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. კიევი და დასავლეთი აცხადებენ, რომ ეს არგუმენტი საფუძველს მოკლებულია და მართალიც რომ იყოს, ვერ გაამართლებს შეჭრას ქვეყანაში, რომელსაც დემოკრატიულად არჩეული მთავრობა მართავს.

ბოლო წლებში ნაკლები ყურადღება ექცეოდა რუსულ მემარჯვენე გასამხედროებულ დაჯგუფებებს, რომლებიც რუსეთის ინტერესებს იცავდნენ არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ სირიაშიც.

სხვადასხვა ინფორმაციით, ამ დაჯგუფებების ზოგი წევრი შეუერთდა კერძო სამხედრო კომპანიებს, რომელთაგან ყველაზე ცნობილია ავადსახსენებელივაგნერი“. უცნობი რაოდენობის მებრძოლი შეუერთდა და წვრთნას გადიოდარუსიჩში“, ასევერუსეთის იმპერიულ მოძრობაშიდა მის გასამხედროებულ ჯგუფრუსეთის იმპერიულ ლეგიონში“.

მილჩაკოვი ყოფილი საჰაერო მედესანტეა. ექსპერტების თქმით, ისრუსიჩისთანადამფუძნებელია იან პეტროვსკისთან ერთად. ზოგი ექსპერტის თანახმად, ჯგუფი უშუალოდაა დაკავშირებული „ვაგნერთან“.

ჯგუფირუსიჩიოფიციალურად 2014 წელს შეიქმნა სანქტ-პეტერბურგში როგორცდივერსიულ-საიერიშო სადაზვერვო ჯგუფი რუსიჩი“.

მილჩაკოვიც და პეტროვსკიც მოხალისეებად იბრძოდნენ უკრაინაში 2014 და 2015 წლებში და ღიად ატარებდნენდონბასის მოხალისეთა კავშირისსანიშნეებს. თუმცა იმხანად რუსეთი გამუდმებით იმეორებდა, რომ მისი ძალები არ იბრძოდნენ დონბასში და აცხადებდა (ხშირად მეტად არადამაჯერებელი არგუმენტების მოხმობით), რომ უკრაინის ჯარების წინააღმდეგ მხოლოდ ადგილობრივი პარტიზანები იბრძოდნენ.

2014 წლის სექტემბერში ლუგანსკის ოლქის სოფელ შჩასტიაში რუსეთის გასამხედროებული ჯგუფები ებრძოდნენ უკრაინის შეიარაღებულ დაჯგუფებააიდარს“. უკრაინის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ათობით უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. მოგვიანებით ინტერნეტში გაჩნდა მილჩაკოვის ფოტოები, რომლებზეც ის დასახიჩრებული და დამწვარი გვამების ფონზე პოზირებდა.

იმავე წელს გავრცელდა მილჩაკოვის სხვა ფოტოები, რომლებზეც ასახულია, როგორ კლავს ის ძაღლის ლეკვს, თავს სჭრის მას და თითქოს ჭამს კიდეც.

2015 წლის დამდეგს კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და ევროპის კავშირმა სანქციები დაუწესეს მილჩაკოვსა და პეტროვსკის.

2016 წლის ოქტომბერში პეტროვსკი ნორვეგიაში დააკავეს. იქ ის ცხოვრობდა და მუშაობდა ერთ ნორვეგიელთან ერთად, რომელიც მემარჯვენე დაჯგუფებაოდინის ჯარისკაცებთანიყო დაკავშირებული. ის იმავე თვეში იქნა დეპორტირებული.

2021-2022 წლებში სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტო და ვიდეომასალა მოწმობს, რომრუსიჩისმებრძოლები იმყოფებოდნენ სირიაში, სადაც რუსეთის არმია სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მხარდასაჭერად იბრძოდა მეამბოხეთა წინააღმდეგ.

გერმანიის სადაზვერვო სამსახურის ანგარიშის თანახმად, „რუსიჩისმებრძოლები უკრაინაში აპრილის დასაწყისიდან იმყოფებიან.

იმის დამადასტურებელი საბუთები, რომ მილჩაკოვი ან პეტროვსკი უკრაინაში არიან ან იყვნენ 24 თებერვლის შემდეგ, არ მოიპოვება. მაგრამ 27 მაისს Telegram-ის არხმა, რომელიცრუსიჩთანუნდა იყოს დაკავშირებული, გამოაქვეყნა დაუთარიღებელი ფოტო, რომელზეც მილჩაკოვი და პეტროვსკი არიან გამოსახული ნახევრად განადგურებული ჯავშნიანი მანქანის წინ. პოსტის თანახმად, მილჩაკოვი უკრაინაში იმყოფება და მისიდენაციფიკაციისთვის იბრძვის“.

სარეზერვო რაზმი

24 თებერვალს, როცა რუსეთის ჯარი უკრაინაში შეიჭრა, „რუსეთის იმპერიული მოძრაობისხელმძღვანელმა დენის გარიევმა თავის Telegram-ის არხში გამოაქვეყნა შემდეგი ტექსტი: „ეჭვგარეშეა, ჩვენ ვემხრობით სეპარატისტული წარმონაქმნის, უკრაინის ლიკვიდაციას“.

რუსეთის იმპერიულიმოძრაობა 2002 წელს შექმნა სანქტ-პეტერბურგში სტანისლავ ვორობიოვმა. ის მხარს უჭერს მონარქისტულ იდეოლოგიას და ნაწილობრივ ემყარება რწმენას, რომ რუსეთს უნდა მართავდეს რომანოვების სამეფო დინასტია.

2020 წლის აპრილში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ჯგუფს, ასევე ვორობიოვს, გარიევსა და კიდევ ერთ პირს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ ჯგუფი საწვრთნელ ბაზებს სთავაზობს ნეონაცისტებსა და იმათ, ვინც თეთრი რასის უპირატესობას ქადაგებს. ანგარიშის თანახმად, მათ აქვთ ორი საწვრთნელი ბაზა სანქტ-პეტერბურგში. ისინი სავარაუდოდ გამოიყენება ტყეში და ქალაქის პირობებში საიერიშო ოპერაციებში წვრთნისთვის, ბაზაში ასევე ასწავლიან ტაქტიკური იარაღის ხმარებას და ხელჩართულ ბრძოლას.

გარიევის მიერ Telegram-ში გამოქვეყნებული პოსტიდან რამდენიმე კვირის შემდეგ სანქტ-პეტერბურგის საწვრთნელმა ცენტრმაპარტიზანმაგამოაცხადა, რომ მოხალისეებს იწვევს უკრაინაში საბრძოლველად.

გარიევმა ასევე შექმნა ორგანიზაციასარეზერვო რაზმი“, რომელმაც, გერმანიის დაზვერვის ანგარიშის თანახმად, მრავალმილიონიანი შეკვეთები მიიღო რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, ფსბ-სგან და დაცვის ფედერალური სამსახურისგან, რომელიც კრემლის მაღალი რანგის პირების პირად დაცვაზე ზრუნავს.

რუსიჩისმსგავსადრუსეთის იმპერიული ლეგიონისმებრძოლები უკრაინაში 2014-2015 წლის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ და, მათი ინფორმაციით, მაშინ მინიმუმ ექვსი მათგანი დაიღუპა.

გერმანიის დაზვერვის ინფორმაციით, აპრილის შუა რიცხვებში გარიევი ბრძოლაში დაიჭრა, მისი მოადგილე დენის ნეკრასოვი კი დაიღუპა სავარაუდოდ ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის მახლობლად.

როგორც რუსმა მეცნიერმა, ექსტრემისტული დაჯგუფებების სპეციალისტმა და კვლევით ცენტრ SOVA- ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ვერხოვსკიმ უთხრანასტოიაშჩეე ვრემიას“, დღეს უკრაინაში სავარაუდოდ ბევრად უფრო ნაკლები რუსი ექსტრემისტი იბრძვის, ვიდრე დონბასის ომის პერიოდში.

ნაციონალისტები საკვანძო როლს თამაშობდნენ ომის პირველ ფაზაში,“ თქვა მან. „ისინი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, არა უმრავლესობა, მაგრამ მნიშვნელოვანი. ახლა აქ ვეღარ ვხედავთ დიდი რაოდენობით მოხალისეებს რუსეთიდან... შესაძლოა, მაქსიმუმ რამდენიმე ათეული იყოს.“

XS
SM
MD
LG