სერბეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ნახევარსაუკუნოვანი განხეთქილების შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა აღიარა. ამის შესახებ სერბი და მაკედონიელი ეპისკოპოსების ერთობლივ ლიტურგიაზე სკოპიეში სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა პორფირემ განაცხადა.
მანამდე, 9 მაისს, მაკედონიის ეკლესიის დამოუკიდებლობა კონსტანტინოპოლისა და მსოფლიო პატრიარქმა აღიარა. ბართლომეს ოფიციალურ წერილში მაკედონიის ეკლესია მისი უძველესი სახელით, ოჰრიდის არქისაეპისკოპოსოდ არის მოხსენიებული.
ორი ეკლესიის დამოუკიდებლობას რეგიონში მოულოდნელს უწოდებენ, ვინაიდან მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის გამოცხადების მომენტიდან, 19667 წლიდან, სერბეთისა და მაკედონიის ეკლესიებს ერთმანეთთან კონტაქტები არ ჰქონიათ. მაკედონიის ეკლესიას უწოდებდნენ განხეთქილების ჩამომგდებ და კომუნისტურ წარმონაქმნს და მას მსოფლიოს არცერთი მართლმადიდებელი ეკლესია არ ცნობდა.