Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი აცხადებს, რომ ყველას უნდა აშფოთებდეს მაიმუნის ყვავილის გავრცელება


მაიმუნის ჩუტყვავილით დაავადებული ადამიანი
მაიმუნის ჩუტყვავილით დაავადებული ადამიანი

მაიმუნის ყვავილი არის ის, რაც "ყველას უნდა აშფოთებდეს", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. მისი თქმით, აშშ-ის ჯანდაცვის უწყებები ეძიებენ შესაძლო მკურნალობის გზებს და აცრის საშუალებებს. „ვმუშაობთ იმაზე, რომ გავიგოთ, რა ვიღონოთ“, - უთხრა ბაიდენმა ჟურნალისტებს სამხრეთ კორეაში, სანამ იაპონიაში გაფრინდებოდა.

მაიმუნის ყვავილი, რომელიც ბოლო ხანებში გავრცელდა ევროპის და ამერიკის, ასევე სხვა კონტინენტებზე, ვირუსების იმავე ოჯახის წევრია, როგორიც ჩვეულებრივი ყვავილი, თუმცა ის ნაკლებად მძიმეა. ეს არის ინფექციური დაავადება, რომელიც ვირუსის საშუალებით გადადის ცხოველიდან ადამიანზე. აფრიკაში ის ნაპოვნია ბევრი სხვა ცხოველის, განსაკუთრებით მღრღნელების და მაიმუნის სხვადასხვა სახეობის ორგანიზმებში.

მაიმუნის ყვავილის სიმპტომებს შორისაა სიცხე, თავის ტკივილი, გამონაყარი კანზე და სხვა. დაავადებულთა უმეტესობა რამდენიმე კვირაში გამოჯანმრთელდება. მძიმე შემთხვევები უფრო გავრცელებულია ბავშვებსა და სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებში. სიკვდილიანობის პროცენტი დაბალია.

მაიმუნის ყვავილის შემთხვევები აღირიცხა გერმანიაში, ბრიტანეთში, ნიდერლანდში და პორტუგალიაში, ასევე კანადაში, ავსტრალიაში და აშშ-ში. ვირუსი გადადის სისხლისა და სხეულის სხვა სითხეების საშუალებით, წვეთოვანი გზით, ადამიანებს და ცხოველებს ან ადამიანებს შორის უშუალო კონტაქტის შედეგად.

XS
SM
MD
LG