Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩემი ბებია გულაგიდან - ელენე სოკოლოვა-ყანდარელის ამბავი


ჩემი ბებია გულაგიდან - ელენე სოკოლოვა-ყანდარელის ამბავი
please wait

No media source currently available

0:00 0:14:36 0:00

1937 წელს ჯერ მისი მეუღლე, კონსტანტინე ყანდარელი დახვრიტეს, ქმრის დაპატიმრებიდან მალევე, ელენე სოკოლოვა-ყანდარელიც გადაასახლეს შორეულ აკმოლინსკში, ყაზახეთში, „სამშობლოს მოღალატეთა ცოლების ბანაკში“. მას შინ ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა - მოხუცი ბებიის ამარა. ელენეს ისინი ათი წელი აღარ უნახავს.

სხვა ათასობით ქალის მსგავსად, სამშობლოში ისიც შეცვლილი, ფიზიკურად მოტეხილი, დაბერებული დაბრუნდა. წლები დასჭირდა ახალი ცხოვრების დაწყებას, ფეხზე დადგომას, შვილების ხელახლა გაცნობას. ასე გაგრძელდა 1950-იანი წლების ბოლომდე, რეაბილიტაციის ცნობის მიღებამდე. ეს ცნობა მას, გამართლებასთან ერთად, ქმრის დახვრეტის ფაქტსაც უდასტურებდა.

„დიდი საბჭოთა ტერორის“ დროს რეპრესირებული ბებიის, ელენე სოკოლოვა-ყანდარელის დღემდე შემორჩენილი, გულაგის დროინდელი ამბები მისმა შვილიშვილმა, ნინო კორძახიამ გვიამბო.

XS
SM
MD
LG