Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლის პოლიტიკის პროპაგანდისტმა დიდი ბრიტანეთი ორჯერ "ჩაძირა"


ფოტო არქივიდან: კრემლის პოლიტიკის პროპაგანდისტი ტელეწამყვანი დმიტრი კისილიოვი. მოსკოვი, 2020 წლის იანვარი
ფოტო არქივიდან: კრემლის პოლიტიკის პროპაგანდისტი ტელეწამყვანი დმიტრი კისილიოვი. მოსკოვი, 2020 წლის იანვარი

რუსეთის პრეზიდენტ პუტინის პოლიტიკის პროპაგანდისტმა ტელეწამყვანმა, დმიტრი კისილიოვმა კრემლის მიერ კონტროლირებული ტელეარხის, „როსია 1“-ის ეთერში ილაპარაკა საშუალებებზე, რომელთა გამოყენებით რუსეთს შეუძლია დიდი ბრიტანეთის ჩაძირვა. გაერთიანებული სამეფო რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია.

როგორც რადიო თავისუფლების რუსული სამსახური წერს, 1 მაისს, ღამის პროგრამა „ვესტი ნედელი“-ს ეთერში კისილიოვმა თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი იმდენად პატარაა, რომ კუნძულის ერთხელ და სამუდამოდ ჩასაძირად საკმარისი იქნება ერთი რუსული რაკეტა „სარმატ“-ი.

პროპაგანდისტი ტელეწამყვანის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს ჩაძირვა შესაძლებელია საზღვაო, უპილოტო რობოტ „პოსეიდონ“-ითაც. როგორც კისილიოვმა თქვა, „ამ თერმობირთვული ტორპედოს აფეთქება ბრიტანეთის სანაპიროსთან გამოიწვევს ხუთასი მეტრის სიმაღლის გიგანტურ ტალღას, რომელიც რადიაციის ექსტრემალური დოზის მატარებელიცაა“. კისილიოვმა ეთერში აჩვენა რაკეტების მოქმედების გრაფიკული გამოსახულება და ის, თუ როგორ „ქრება“ დიდი ბრიტანეთის ტერიტორია.

ცოტა ხნით ადრე, კრემლის პოლიტიკის კიდევ ერთმა პროპაგანდისტმა ტელეწამყვანმა, ვლადიმირ სოლოვიოვმა „როსკოსმოს“-ის ხელმძღვანელთან, დმიტრი როგოზინთან რუსულ რაკეტა „სარმატ 2“-ზე საუბრისას განაცხადა, „ერთი სარმატი ნიშნავს მინუს ერთ დიდ ბრიტანეთს“.

კისილიოვი და სოლოვიოვი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო დასავლეთის სახელმწიფოების მიერ სანქცირებულთა სიაში არიან.

XS
SM
MD
LG