Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კინოაკადემიამ სალომე ჯაშის ფილმის ჩვენებები გააუქმა - მიზეზი ფილმის შინაარსია


საქართველოს კინოაკადემიის გადაწყვეტილებით, გაუქმებულია სალომე ჯაშის ფილმ "მოთვინიერების" ჩვენებები თბილისში. ჩვენებები კინოს სახლში იყო დაგეგმილი და როგორც რეჟისორი ამბობს, მათი გაუქმების მიზეზი ფილმის შინაარსია:

"მიზეზი, რომელიც [კინოაკადემიის] დირქტორს მინდია ესაძეს აქვს, ისაა, რომ მათთვის მიუღებელია აჩვენონ "ნაწარმოები, რომელიც აზრთა სხვაობას იწვევს და საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ყოფს".

მინდია ესაძეს ფილმი არ უნახავს. და ასევე არ გინახავთ - კი, ფილმი იწვევს აზრთა, ასევე გრძნობათა უფრო მრავალფეროვნებას, ვიდრე სხვადასხვაობას. ქართულ პოლიტიკაზე ფილმში ხსენება არაა და რომც იყოს, მერე რა.

ერთი დეტალი. ფილმი ნომინირებული იყო ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე. ხოლო ქართული კინოაკადემია ფილმის საკუთარ დარბაზში გაშვებაზე ამბობს უარს, იმიტომ რომ არ "გაიჭყლიტონ" (ესეც ციტატაა)" - წერს სალომე ჯაში ფეისბუქის პირად გვერდზე.

კინოაკადემიის ხელმძღვანელი, კონსტანტინე (მინდია) ესაძე რადიო თავისუფლებას კითხვაზე, რა გახდა სალომე ჯაშის ფილმის ჩვენებების გაუქმების მიზეზი, გვახსენებს, რომ "მოთვინიერების" ორი ჩვენება უკვე გაიმარტა კინოაკადემიის ლურჯ კინოდარბაზში და ადასტურებს იმას, რომ ჩვენებების გაუქმების მიზეზი ფილმის შინაარსი გახდა.

"მივიჩნევთ, რომ აღნიშნული ფილმი გახლავთ პოლიტიკურად მოტივირებული, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანების გაღიზიანება პოლიტიკური ნიშნით. ააიპ საქართველოს კინოაკადემია ემიჯნება ნებისმიერ პოლიტიკურად მოტივირებულ ღონისძიებებს, შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიმართოს მხოლოდ ორი საპრემიერო ჩვენება და კინოაკადემიის ლურჯი კინოდარბაზი არ იქნას გამოყენებული პოლიტიკურ ტრიბუნად" - გვითხრა კონსტანტინე (მინდია) ესაძემ.

კითხვაზე, იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება კულტურის სამინისტროსთან კომუნიკაციის შედეგად მიღებული, კინოაკადემიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ არანაირი კომუნიკაცია სამინისტროსთან არ ყოფილა ამ თემაზე.

"ააიპ „საქართველოს კინოაკადემია“ გახლავთ სრულიად დამოუკიდებელი ორგანიზაციაა" - გვითხრა კონსტანტინე ესაძემ.

სალომე ჯაშის ფილმი "მოთვინიერება" ბიძინა ივანიშვილის მიერ გაშენებულ ბაღზეა, სადაც ხეები საქართველოს სხვადასხვა ადგილიდან არის მიტანილი და ჩარგული. ფილმი კინოცენტრის დაფინანსებით არის გადაღებული და სამი ქვეყნის – შვეიცარიის, გერმანიისა და საქართველოს კოპროდუქციაა.

ამ ფილმთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს. როგორც კინოცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გაგა ჩხაიძემ უთხრა გათავისუფლების შემდეგ მიცემულ ინტერვიუში რადიო თავისუფლებას, თეა წულუკიანს არ მოსწონდა ის, რომ დენდროლოგიური ბაღი ბიძინა ივანიშვილის პირად ბაღად არის დახატული ამ ფილმში.

"მოთვინიერების" მსოფლიო პრემიერა 2021 წლის 31 იანვარს „Sundance’’-ის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართა.„Sundance“-ის კინოფესტივალის ოფიციალურ ვებსაიტზე ფილმი ასე იყო დახასიათებული - „ეს არის პოეტური ოდა ადამიანის და ბუნების მეტოქეობაზე“.

"მოთვინიერება" - ამბავი ზღვაში მოცურავე ხეებსა და ადამიანებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:10:24 0:00

XS
SM
MD
LG