Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მოთვინიერება" - ამბავი ზღვაში მოცურავე ხეებსა და ადამიანებზე


სალომე ჯაშის ახალ დოკუმენტურ ფილმს, "მოთვინიერებას", რომლის მსოფლიო პრემიერა “სანდენსის” დოკუმენტური ფილმების კინოფესტივალზე 31 იანვარს გაიმართება, თავად "სანდენსმა" უწოდა "პოეტური ოდა ადამიანებისა და ბუნების მეტოქეობაზე". სალომესთვის ეს ფილმი უფრო პოეტური დრამაა - ეს არის ფილმი ერთი მდიდარი კაცის ვნებაზე, მთელ ქვეყანაში მოაგროვოს, იყიდოს, ამოთხაროს და თავის ბაღში გადარგოს უზარმაზარი ასწლოვანი ხეები.

მთელ საქართველოში მოგროვებული ეს ხეები დღეს შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკშია განთავსებული, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ფინანსებით გაშენდა და 60 ჰექტარზე გაშენებული ეს ბაღი, ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას აერთიანებს.
XS
SM
MD
LG