Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი უკრაინას უგზავნის დამატებით ანტისარაკეტო სისტემებს და დრონებს


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ აშშ უკრაინას უგზავნის დამატებით ანტისარაკეტო სისტემებს, ჯავშანსაწინააღმდეგო იარაღს და დრონებს, რუსეთის ძალების წინააღმდეგ კიევის თავდაცვითი უნარის გაძლიერების მიზნით.

პრეზიდენტმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია უკრაინას დამატებით 800 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს, რაც, საერთო ანგარიშით, 2 მილიარდ დოლარამდე ზრდის კიევისთვის გაგზავნილ თანხას. მას მერე, რაც ბაიდენი წელიწადზე მეტი ხნის წინ ხელისუფლებაში მოვიდა, ერთი მილიარდის ოდენობის დახმარება უკრაინაში მარტო გასულ კვირაში გაიგზავნა.

"უკრაინას მივცემთ იარაღს, რათა მან იბრძოლოს და თავი დაიცვას მომავალ რთულ დღეებში", - თქვა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესს ვიდეოჩართვით მიმართა და მეტი დახმარება სთხოვა რუსეთთან ბრძოლის პროცესში.

XS
SM
MD
LG