რუსეთის პრეზიდენტს „უკიდურესად არანორმირებული სამუშაო დღე აქვს“. როგორც რუსული სააგენტოები იუწყებიან, ეს დღეს, 16 მარტს მოსკოვში ჟურნალისტებს უთხრა პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.
როგორც პესკოვი ამბობს, პუტინი დილიდან გვიან ღამემდე მუშაობს. რუსეთის პრეზიდენტის ემოციური მდგომარეობის შესახებ დასმულ შეკითხვას პესკოვმა უპასუხა, რომ „ემოციური მდგომარეობა ნორმაშია“.
პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთი 21-ე დღეა ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ და სხვადასხვა წყაროს თანახმად, სერიოზულ დანაკარგებს განიცდის. უკრაინაზე თავდასხმის გამო ამოქმედებულმა, უპრეცედენტო საერთაშორისო სანქციებმა სერიოზული დარტყმა მიაყენა რუსეთის ეკონომიკას.