პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე და უახლოეს შეჯიბრებებზე საუბრობს სეოკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი;
ევრო 2022-ზე საქართველოს ფუტსალის ნაკრების გამოსვლას შეაფასებს ვეტერანი ფეხბურთელი გია ცანავა;
სპორტული ჟურნალისტი გიორგი ჭანიშვილი რადიომსმენელებს უამბობს იმ სიძნელეებზე, რომელთა დაძლევა გართულებულია პანდემიის გამო;
დამსახურებული მწვრთნელი თემურ ბენდიაშვილიც ანალოგიურ პრობლემებზე საუბრობს - 5 თებერვალს თბილისში ხომ საქართველოს და პორტუგალიის მორაგბეთა ნაკრები გუნდების მატჩია.