საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, 2 თებერვალს საქართველო უკვე მეშვიდედ შეუერთდება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს. ეს ნიშნავს, რომ მწერლები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღებენ მონაწილეობას საჯარო კითხვაში - ღონისძიებები სხვადასხვა ადგილასაა დაგეგმილი, ქუჩაში, სკოლებში, უნივერსიტეტებში.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“
ამ დღეს რადიო თავისუფლებაც ეხმაურება - ქართველ ავტორებს ვთხოვეთ, წაეკითხათ თავიანთი უკრაინელი კოლეგების ლექსები.