რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იხდის სასჯელს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები, მათი მხარდამჭერები და აქტივისტები აქციას მართავენ. აქციის მიზანი მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერა და გამხნევებაა.
მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები მოითხოვენ სასწრაფოდ გადაწყდეს მისი მრავალპროფილიან კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი, საჯარო პირები, მათ შორის იუსტიციის და პრემიერ-მინისტრი კი ამბობენ, რომ სააკაშვილს სამედიცინო დახმარებას თბილისში, გლდანის საპატიმრო დაწესებულების ბაზაზე არსებულ ჰოსპიტალში გადაიყვანენ.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების წინ საქართველოში სახელმწიფო უწყებებისგან დაფარულად შემოვიდა, 1 ოქტომბრის საღამოს დააკავეს. სააკაშვილი მთელი პატიმრობის დროის განმავლობაში შიმშილობს.