Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამ ეტაპზე 12-დან 15 წლამდე ასაკის ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებს აცრიან


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის საბჭომ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ ამ ეტაპზე 12-დან 15 წლამდე ბავშვების ვაქცინაციის რეკომენდაცია მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონეთათვის გაიცეს.

„რაც შეეხება ბავშვების ვაქცინაციას 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, აცრის რეკომენდაციას გავცემთ მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისთვის ამ ეტაპზე. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ბევრმა ქვეყანამ უკვე დაიწყო ფართო ვაქცინაცია ამ ასაკობრივ ჯგუფში, ჩვენ პირველ ეტაპზე შევჩერდით 12-დან 15 წლამდე მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებზე, ასევე აქაც იკვეთება ჯგუფები, ვისაც სჭირდება ხშირი მოგზაურობა, ან სხვა ქვეყანაში უკვე ჩაიტარა ვაქცინაცია და მეორე დოზა აქვს ჩასატარებელი საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მათი მოთხოვნებიც ასევე ინდივიდუალურ საფუძველზე იქნება გათვალისწინებული და დაკმაყოფილდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 28 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 31 828 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 2 228 შემთხვევა.

ბოლო დღე-ღამეში 1 711-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, 6 ოქტომბერს კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 7 815 ადამიანი.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. დღემდე გაკეთებულია 1 844 965 აცრა. სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 995 019 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 35%. სრულად ვაქცინირებულია 849 946 - მოზრდილი მოსახლეობის 29.8%.

საქართველოში ნებაყოფლობითი, უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს "ფაიზერის", "სინოფარმის", "სინოვაკისა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებით.

XS
SM
MD
LG