Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქოცური ხელისუფლების დღეები დათვლილია" - სააკაშვილმა წერილი გამოატანა ადვოკატებს


"ქართული ოცნება" არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს ცესკოს მონაცემების გამოქვეყნებამდე. 2 ოქტომბერი, 2021 წელი
"ქართული ოცნება" არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს ცესკოს მონაცემების გამოქვეყნებამდე. 2 ოქტომბერი, 2021 წელი

"ძალიან მაგარი შედეგები გვაქვს ამ ბოლო რეფერენდუმზე. ადგილობრივ არჩევნებში ეს მთავრობა ყოველთვის იგებდა უმარტივესად, ზედმეტი დაძაბვაც არ სჭირდებოდათ ხოლმე. ახლა, როცა ეგონათ, რომ საბოლოოდ გატეხეს ხალხი, ყველა დიდ ქალაქში არის მეორე ტური, აქედან რამდენიმეში წინ არის „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს - არათუ მხოლოდ არ მოვდუნდით, არამედ კიდევ უფრო მეტად ვიბრძოლეთ. ქოცური ხელისუფლების დღეები დათვლილია. ვამაყობ თქვენით", - ესაა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოგზავნილი წერილი, რომელიც საზოგადოებას მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა გააცნო.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

1 ოქტომბერს დილიდან, "ქართული ოცნების" ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. ოფიციალურად ამ დრომდე უცნობია, რა გზით დაბრუნდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში.

XS
SM
MD
LG