Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზალკალიანი სააკაშვილზე: დაუშვებელია, მძევლად აიყვანოს საქართველო-უკრაინას შორის პარტნიორობა


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდეს უკრაინულ მხარეს, რადგან ექსპრეზიდენტი სწორედ იმ ქვეყნის მოქალაქეა. ზალკალიანმა ამ საკითხზე, ხმის მიცემის შემდეგ ისაუბრა.

"დარწმუნებული ვარ, მშვიდად, წყნარად, ჩვენ ყველა საკითხზე შესაბამისი განმარტებები გვექნება და, ამასთან, ჩვენი ურთიერთობები უკრაინასთან ისევე განვითარდება, როგორც აქამდე ვითარდებოდა და დაუშვებელია, ერთმა ადამიანმა მძევლად აიყვანოს საქართველო-უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ურთიერთობები მომავალშიც ძალიან სერიოზული დინამიზმით იქნება გამორჩეული", - თქვა ზალკალიანმა.

1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, რომელიც საქართველოს სასამართლომ გაასამართლა, ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღის პირველ ნახევარში, საგანგებო ბრიფინგზე აცხადებდა, რომ "მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია". საღამოს კი, ასევე საგანგებო ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია და დაკავებულია.

XS
SM
MD
LG